
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ოქროსფერი და ბარაქიანი შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით - „შემოდგომის ყვავილები უმღერიან სიყვარულს“გააცილეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„ბევრი იხალისეს და მჯერა ოქროს სიმებით ამოქარგეს წელიწადის ეს ულამაზესი დრო თავიანთ მოგონებებში“, - ამბობს პედაგოგი ირმა ხორგუანი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: