ჩხაკოურის საჯარო სკოლაში უცხოური ენების კვირეული გაიმართა
25-11-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ტარდება. ახლახან, იქ უცხოური ენების კვირეული გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის პირველი დღე კალიგრაფიის კონკურსს დაეთმო. კონკურსის შედეგად გამარჯვებული, მეექვსე კლასის მოსწავლე - ნინო ტუნაძე გამოვლინდა.

კვირეულის ბოლოს, გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203