გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასში სადამრიგებლო საათი მეგობრობის მნიშვნელობის გააზრებას მიეძღვნა 
25-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში სადამრიგებლო საათი თემაზე - „მეგობრობა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ასევე აღნიშნეს თუ რას ნიშნავს მათთვის მეგობრობა.

ბავშვებმა ასევე თემატური პლაკატი შექმნეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203