
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.
„ილიას კვირეული“ 8 ნოემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი - წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. კლასში წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი წიგნი „ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა“. ბოლოს კი გაიმართა ვიქტორინა თემაზე: „რამდენად კარგად იცნობთ ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებას?“.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგებს მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისა და ჩართულობისათვის, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის პდაგოგებს - შორენა სიხარულიასა და ინგა ხვიჩიას, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ღონისძიების გაფორმებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: