ბაღდათის N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“ დიდ სცენაზე ნახეს
25-11-2024

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექცია და პედაგოგები მათ საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

​ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში. მათ ნახეს საოცრად ემოციური და საინტერესო სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“.

მოსწავლეები აღნიშნული სპექტაკლით აღფრთოვანებულები დარჩნენ და შინ დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203