ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრე - „არგუმენტების ძალა“ წარმატებით მუშაობს
25-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ და მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე „არგუმენტების ძალა“.

სკოლაში მათი მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო დებატები გამართეს.

„დებატები ინტელექტუალური და საკომუნიკაციო აქტივობაა, ლოგიკური მსჯელობა კი მისი ქვაკუთხედი, როცა დებატებში მონაწილეობ, უმთავრესია, შენი პოზიცია არა მხოლოდ ემოციურად გამართლებული, არამედ ფაქტობრივად და ლოგიკურად იყოს დასაბუთებული.

საკითხი ზოგად ასპექტში პრობლემურია, ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებში დებატების ხელოვნების უნარების განვითარება. სწორედ აღნიშნულ საკითხს დაეთმო შეხვედრა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წრის წევრები გაეცნენ დებატების ძირითად პრინციპებს, ტიპებს და ძირითად მახასიათებლებს, ეფექტურად წარმართვის ხერხებს, იმუშავეს პრაქტიკულ მაგალითებზე და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ დებატების პროცესში განვითარებული უნარები როგორც ინტელექტუალური ზრდის, ასევე კრიტიკული და პასუხისმგებლიანი აზროვნების ჩამოყალიბების საწინდარია.

„წრის მეცადინეობა საინტერესოდ წარიმართა, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრის თემა“ , - აღნიშნავს პედაგოგი ირმა ქუთიძე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203