ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში „თანასწორობის კვირეული“ საინტერესო ღონისძიებით შეჯამდა 
25-11-2024

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში თანასწორობის კვირეული გაიმართა.

კვირეული მოიცავდა საინტერესო აქტივობებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, მათში  სოციალური, კულტურულ და ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებას.

თანასწორობის კვირეულის -„მე ვირჩევ თანასწორობას“, ფარგლებში, სკოლის მანდატურის - თეონა მჟავანაძის ხელმძღვანელობით, 22 ნოემბერს ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალაკადემიურად წარმოადგინეს პრეზენტაციები ტოლერანტობასთან დაკავშირებით; ჩაერთნენ დიალოგში რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები, მოიყვანეს ცხოვრებისეული ფაქტები და არგუმენტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორობა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ღონისძიებით ხელი შეეწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში თანასწორი დამოკიდებულებების შემდგომი ნაბიჯებისათვის მზაობას.

ღონისძიების დასასრულს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის კოორდინატორმა - ეკატერინე ჯინჭარაძემ, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203