კიზილქილისას საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
25-11-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

შესაბამისად, ახალგაზრდები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ სკოლაში თემატური აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერადაც, მოსწავლეებმა სკოლაში დასუფთავების აქცია გამართეს. მათ სკოლის ტერიტორია მონდომებით დაასუფთავეს და კიდევ უფრო მეტად გაალამაზეს.

დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...