ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითმმართველობის საკითხებზე ცოდნა აიმაღლეს
25-11-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის, ისინი თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრებში - „გაიგე მეტი თვითმმართველობაზე“ მონაწილეობდნენ. მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური ჯილდოები საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ, ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა შუშტაკაშვილმა და სკოლის დირექტორმა - მარინა ნანდოშვილმა-წიქარიშვილმა გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა. 

საინფორმაციო შეხვედრების ფორმატში, ახალგაზრდებს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს ფუნქციებსა და მუშაობაზე, მონაწილეობით ფორმებზე, ჩართულობის ინსტრუმენტებსა და აპარატის საქმიანობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - კახა ჯამბურიამ მიაწოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203