
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-4ბ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა ცის და მიწის მეფეები - არწივი და ლომი გახლდათ.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შექმნეს ნამუშევრები, რომლებიც ერთმანეთს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. ღია გაკვეთილს პედაგოგი ანა ბერიძე ხელმძღვანელობდა.
„ბავშვებმა წარადგინეს მათი შექმნილი ნამუშევრები პრეზენტაციით, რაც მათ შემოქმედებითობასა და ანალიზის უნარებზე მიუთითებს. მადლობა ყველას აქტიური მონაწილეობისათვის“,- წერს პედაგოგი ანა ბერიძე.
იხილეთ ფოტოები: