ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა
15-06-2018
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისა და მათი მშობლების ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა.   

ღონისძიება შესავალი სიტყვით სკოლის დირექტორმა შოთა ჯინჯიხაძემ გახსნა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო სკოლის კურსდამთავრებული, პროფესორი არსენ გვენეტაძე. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის კათედრებმა და ბიბლიოთეკამ ჩატარებული ოლიმპიადებისა და კონკურსების საფუძველზე წლის წარმატებული და საუკეთესო მოსწავლეები გამოავლინეს. შოთა ჯინჯიხაძემ და არსენ გვენეტაძემ კი გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მშობლები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვეს. 

ღონისძიება საზეიმო კონცერტით ესთეტიკური აღზრდის კათედრამ დაასრულა. კათედრას მაკა სოფრომაძე ხელმძღვანელობს. კონცერტზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203