პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობას საინტერესო პრეზენტაციები და პოსტერები მიუძღვნეს 
25-11-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლაში პროექტ- გაკვეთილების კვირეული, რომელშიც სკოლის ყველა კათედრაა ჩართული, წარმატებით გრძელდება. eTwinning-ის პროექტში - „ტოლერანტი თაობა“ სასკოლო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა და ინტერესი გამოავლინეს. 

პროექტის ხელმძღვანელი ნინო გოდერძიშვილი გახლავთ. პროექტის გუნდი კი, მასწავლებლები - სოფიო ჟღენტი, ნანა ნებიერიძე, ირინე კვანტრიშვილი, მზექალა ღიბრაძე და ყველა საფეხურის მოსწავლე არიან. 

„სკოლის პედაგოგებს გააზრებული აქვთ პროექტული სწავლების სარგებელი და აქტიურად არიან ჩართული eTwinning პლატფორმაზე განხორციელებულ პროექტებში. ამჟამად, ჩართული არიან პროექტში „ტოლერანტი თაობა“. 

eTwinning  ეყრდნობა მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები. ამ პროგრამის ძლიერი მხარეა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და ონლაინ თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება.

წარმატებები პროექტს და პროექტის ყველა წევრს! მადლობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს, გაწეული შრომისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203