ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება
22-11-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საირმეში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს საირმის სვეტები, სადაც გამართეს საშემოდგომო ღონისძიება.

მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203