ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საშემოდგომო სანახაობა 
22-11-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად იქ, მრავალფეროვანი ზეიმი გაიმართა, რომლითაც სასკოლო საზოგადოებამ შემოდგომა გააცილა. მის მიმდინარეობაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, უდიდესი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, ფერადი და ლამაზი შემოდგომა კიდევ უფრო გააფერადეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, ოქროსფერი სეზონის შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203