
თბილისის N166 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
პროფესიონალი პედაგოგები კი ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმაონ და კიდევ უფრო განვითარდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ყველა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამის ღონისძიებას უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში „პოეტების მეფის“ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, იქ აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმს დიდი პოეტის ლექსები გაიხსენეს და მონაკვეთები წაიკითხეს.
აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო: