თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტოირად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-8ე კლასის მოსწავლეებმა წინამხრის მოტეხილობაზე, ინსტრუქციების დახმარებით, პრაქტიკული სამუშაო-სიმულაცია ჩაატარეს. მათ მასწავლებელი მარინა კაპანაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძვლის მოტეხილობის პირველადი დახმარების საფუძვლების ცოდნა მოსწავლეებისთვის შემდეგი მიზეზების გამოა მნიშვნელოვანი:
1. დაზარალებულის სწრაფად დახმარების გაწევის უნარი;
2. თვითდაჯერებულობის ამაღლება ექსტრემალურ სიტუაციაში;
3. პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და სხვაზე ზრუნვა;
4. ანატომიის და ფიზიოლოგიის საბაზისო ცოდნა.
„ამრიგად, მოტეხილობისთვის პირველადი დახმარების გაწევის უნარი მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარია, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება საგანგებო მდგომარეობაში, არამედ ავითარებს პიროვნულ თვისებებსა და ცხოვრებისეულ კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია თითოეული მოსწავლისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: