
თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავებასა და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად ეწყობა.
მათ, სასწავლო წლის განმავლობაში, პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-72 კლასის მოსწავლეებმა, კლასში ნასწავლი ცოდნის განსამტკიცებლად, საქართველოს ოქროს ფონდის და პრეისტორიული ხანის გამოფენა მოინახულეს.
ისინი გასვლით აქტივობაში მასწავლებელ გიორგი აბელაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გამოფენა ყურადღებით დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: