თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს სტუმრობდნენ
22-11-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის თემატური აქტივობებით აღნიშნავენ. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე დარჩენილა. 

სწორედ ილია ჭავჭავაძის კვირეულთან დაკავშირებით, მე-73 კლასის მოსწავლეები ილიას მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ადგილზე ისინი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისეულ დეტალებს, მის შემოქმედებასა თუ საზოგადოებრივ საქმიანობას კიდევ ერთხელ გაეცნენ. 

გასვლითმა ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შთაბეჭდილებებით აღივსნენ. გასვლით ღონისძიებას პედაგოგი მაგდა ბუზიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203