
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ცეკვის ანსაბლი „შინდისი“, რომლის წევრებიც ქართულ ხალხურ ცეკვებს, ფოლკლორულ ტრადიციებს ხალისით ეუფლებიან.
ანსამბლის პატარა მოცეკვავეებმა ღია გაკვეთილზე შეასრულეს - ქართული, აჭარული, სამაია, მთიულური და ყაზბეგური ცეკვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
სკოლაში მადლობას უხდიან ანსამბლის ქორეოგრაფს - ბექა ესიავას ბავშვებისთვის ცეკვის შეყავრებისთვის.
„მადლობა, ჩვენს ქორეოგრაფს, ბატონ ბექა ესიავას დაუღალავი მუშაობისათვის, დღევანდელი დღისთვის! ასევე მადლობა მოსწავლეებსა და მშობლებს ანსაბლის გვერდში დგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: