
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, მე-4 კლასში ბუნებისმეტყველებასა და ისტ-ში ღია, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მას პედაგოგები - ნათია შინდელიშვილი და ლია არაგვიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ცხოველებსა და მცენარეებზე. მათ ინფორმაცია დააჯგუფეს და სქემაში ასახეს. სქემის პრეზენტაციები კი, კომპიუტერის დახმარებით შეასრულეს.
გარდა ამისა, მოსწვლეებმა ჯგუფში იმუშავეს და ინდივიდუალური დავალებები შეასრულეს. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. სკოლაში მეოთხეკლასელებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: