თბილისის N36 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ
26-11-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებსა და ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღლი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს ენდემური, რელიქტური და ადვენტური ხეებისა და ბუჩქნარების დათვალიერება -გაცნობას. 

მოსწავლეებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნა აიმაღლეს, ბოტანიკური ბაღის საქმიანობით დაინტერესდნენ და ხე-მცენარეები დიდი ინტერესით დაათვალიერეს. 

გასვლით აქტივობას გეოგრაფიის პედაგოგი ხატია ხეჩოშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203