თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, პედაგოგ ნატალია ყურმაშვილის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებმა აქტივობა - „მე მიყვარს მათემატიკა“ შეასრულეს. კონკრეტულად, მისი თემა მხიარული ხაზები და გეომეტრიული ფიგურები გახლდათ.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო მეც ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო: