
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჰუმანიტარული კათედრის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „ჩვენი ილია“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მათ ასევე, დაამზადეს პოსტერი, შეისწავლეს ლექსები.
მოსწავლეებმა ასევე დადგეს საინტერესო წარმოდგენა მოთხრობის - „ლუარსაბ თათქარიძე“ მიხედვით. მათ პერსონაჟების როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
პროექტის დასრულება კი აღნიშნეს ღონისძიებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: