„ჯანმრთელობა მაგარია!“ - ასკანის საჯარო სკოლის მე-6 კლასელის ოჯახური ბიზნესის რეკლამა და კრეატიული მასწავლებელი 
20-11-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრეატიულობა წახალისებულია.

მოსწავლეებიც დავალებებს შემოქმედებითად უდგებიან.

სკოლა ერთ-ერთი მოსწავლის შესრულებულ დავალებას გვიზიარებს, რომელიც დაკისრებულ მოვალებას კრეატიულად და, ამავე დროს, იუმორით მიუდგა. 

მე-6 კლასელმა იოსებ თურქაძემ ოჯახური ბიზნესის რეკლამა გააკეთა და პედაგოგს „შეფარვით“ მაჩვის ქონი შესთავაზა. 

მოსწავლის ნამუშევარს იუმორით შეხედა მასწავლებელმაც და მე-6 კლასელ იოსებს პროდუქტის შეძენას დაჰპირდა. 

იხილეთ ფოტო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203