ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალურ ტურში წარმატებით იასპარეზეს
20-11-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით თავიანთ ცოდნასა და ინტელექტს ფართო ასპარეზზე, წარმატებით წარმოაჩენენ.

ამჯერად, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“, მუნიციპალურ თამაშებზე,  მოსწავლეთა სამ ასაკობრივ ჯგუფში სწორედ ბარდნალის საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს საპრიზო ადგილები. 

მუნიციპალური ტურის პირველი ასაკობრივი ჯგუფის (მე-3 -- მე-5  კლასი) თამაში ამავე სკოლის გუნდ -„გამბედავების“, გამარჯვებით დამთავრდა, რომელიც მხოლოდ მეხუთეკლასელი ვაჟებითაა დაკომპლექტებული.

ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა მეორე ასაკობრივი ჯგუფის (მე-6 -- მე-8 კლასები) გუნდი - „შევარდენი“,  მესამე ასაკობრივი ჯგუფის გუნდი (მე-9 -- მე-12 კლასები) „გავაზი“, კი - მეორე ადგილზე გავიდა. 

სკოლის დირექცია სამივე გუნდებს ულოცავს ამ მიღწევას და წინსვლას უსურვებს. 

„გილოცავთ ამ მიღწევას, რომელიც თქვენი მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და წარმატებებს გისურვებთ შემდგომ, რეგიონულ, ეტაპზე!“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203