ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებულია. პედაგოგები მოსწავლეთა როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება-წარმოჩენაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
ინტელექტუალურ შერკინებაში მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშულო საფხურის მოსწავლეები. ბავშვებმა ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ანა ბერიძე, ნინო თურმანიძე, ნატალია ბედინაძე.
იხილეთ ფოტოები: