მუსხის საჯარო სკოლაში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისა“ ხელოვნების საფესტივალო ღონისძიებზე წარმატებით წარდგა 
20-11-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისა“ ფართო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად გამოდის. ანსამბლის სახელზე არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად, ანსამბლი, შორენა გვარამაძისა და ვასილ გელაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა მცხეთის ხელოვნების საფესტივალო ღონისძიებაში.

ფესტივალში მონაწილეობისთვის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნინო სუდაძე დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

სკოლაში მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203