„მომავალი ჩვენია“ - ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღია გაკვეთილი მიეძღვნა 
20-11-2024

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩატარდა სახელწოდებით, „მომავალი ჩვენია“.

მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას, შემოქმედებასა და ღვაწლს საქართველოს წინაშე.

ონლაინ  ექსკურსიის საშუალებით დაათვალიერეს ყვარელში არსებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი. მათ ასაევე, ჯგუფური პრეზენტაციები მოამზადეს და კლასში წარადგინეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203