
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი I ა კლასის მასწავლებელმა - გაიანე სარგისიანმა ჩაატარა.
მან პირველკლასელებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია და ამ დღესთან დაკავშირებით მორიგი ღონისძიება გამართა.
„I ა კლასის მასწავლებელმა - გაიანე სარგისიანმა პატარებს დაუვიწყარი, მხიარული და საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე აჩუქა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: