„ვეცნობით სულხან-საბას“- შუასურების საჯარო სკოლის მე-3 კლასში საგნობრივი ვიქტორინა ჩატარდა
19-11-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებთან საგნობრივი ვიქტორინა - „ვეცნობით სულხან-საბას“ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვიქტორინისთვის მოსწავლე-მასწავლებლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ. მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან-საბას იგავები (ილუსტრირებული, საბავშვო ვერსია) და ტექსტის მიხედვით სხვადასხვა აქტივობაზე იმუშავეს.

მაგალითად, ისეთი დავალებები შეასრულეს, როგორიცაა ტექსტის გააზრება, ილუსტრაციის ამოცნობა, იგავის მიხედვით შეგონების ამოცნობა, იგავის პერსონაჟების (ცხოველებისა და ფრინველების) გამოძერწვა.

ვიქტორინას ჰყავდა წინასწარ შერჩეული შეფასების კომისია. მათ მოსწავლეთა შედეგი, შეფასების სქემებით, შეაფასეს. ღონისძიება წარიმართა საინტერესოდ, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა და შეძლეს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება. ვიქტორინას მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

ვიქტორინის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი გახლდათ.

„საბოლოოდ, ვიქტორინაც სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული და გამოყენებული იყო დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი - „სასწავლო გაჩერებები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203