
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, სადაც მოსწავლეები ისეთ ღირებულებებზე იზრდებიან, როგორიც კაცთმოყვარეობა და შემწყნარებლობაა, ტოლერანტობის მსოფლიო დღეს კვირეული მიეძღვნა.
„ტოლერანტობის კვირეულის“ ფარგლებში თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xlბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) გამართეს საინფორმაციო შეხვედრა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ტოლერანტობის არსის და მნიშვნელობის შესახებ.
ასევე, ხაზი გაუსვეს ტოლერანტობის, როგორც მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და დემოკრატიულ საზოგადოებაში თანასწორობის აღქმის მნიშვნელობას.
ღონისძიება ჩაატარა გიმნაზიის მოქალაქეობის პედაგოგმა თეა ხარაზიშვილმა.
იხილეთ ფოტოები: