
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
8 ნოემბერს, არაშენდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ ნუნუ მედულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მე-10 კლასელები ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: