ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰელოუინის ისტორიასა და ტრადიციებს საინტერესო აქტივობებით გაეცნენ
18-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში „ჰელოუინის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით სახეები მოიხატეს, თემატური ნახატები შექმნეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

მათ ასევე ამ დღის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203