ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩეხეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა ლექცია ჩაატარა
14-06-2018
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩეხეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი მაგდალენა დვორაკოვა იმყოფებოდა, რომელიც ძირითადად გენდერული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.
ვიცე-პოლკოვნიკი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს ესაუბრა თემაზე - „ნატო-ს პერსპექტივიდან დანახული ქალის როლი შეიარაღებულ ძალებში“ .
ლექციის მსვლელობისას სპიკერმა საერთაშორისო მისიებში ქალების ჩართულობასა და გენდერულ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო შეხვედრის ბოლოს მან დადებითად შეაფასა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების პროცენტული რაოდენობა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს