სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ერთი სიცოცხლის გადასარჩენად“ საქველმოქმედო საღამო ჩაატარეს
14-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ერთი სიცოცხლის გადასარჩენად“, გიორგი ძმაორაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო საღამო ჩაატარეს.
25 წლის გიორგის ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს, რომლის დროსაც მას მუცლის ღრუს არტერია დაუზიანდა და ბევრი სისხლი დაკარგა. სწრაფად განუვითარდა ქვედა კიდურის განგრენა და ფეხი მოჰკვეთეს. გიორგის მამა 2 თვის წინ გარდაეცვალა. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დღეს სიცოცხლეს ებრძვის.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა, ქრისტი კაკალაშვილმა გიორგის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაგეგმა.
აქციის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საღამოში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლი „სნო“, უნივერსიტეტის თეატრალური დასის „ამრა“-ს წევრი თათია წილოსანი, ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი XXI, უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი გორელიშვილი, თავად ქრისტი კაკალაშვილი, ანა ღამბარაშვილი, გიორგი ხარაზიშვილი, ხატია ჯაჭვაძე, დავით ქავთარაძე და გიორგის მეგობარი - ალექსანდრე ტატიშვილი.
სტუდენტებმა საქველმოქმედო ყუთში შემოწირულობებით შეგროვილი თანხა, გიორგი ძმაორაშვილის დასახმარებლად, მის ანგარიშზე გადარიცხეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს