კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი აღნიშნეს
12-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებითა, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა განვითარებას ემსახურება. 

8 ნოემბერს, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი აღნიშნეს.

ისინი აქტივობებში ქართული ენის მასწავლებლის - ანი ზმოიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

ბავშვებმა დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს, მისი ბოიგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს, სიტყვა წარმოთქვეს, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ „ილია უკვდავია“.

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203