იცით რამდენი სასვენი ნიშანანი არსებობს? - გრაფიკული გამოსახულების მიხედვით სასვენი ნიშნები სამი სახისაა
04-05-2025

სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება მარტივი ნამდვილად არ არის. იმისთვის რომ სასვენი ნიშანი სწორად დასვათ ბევრი წესი და გამონაკლისი უნდა იცოდეთ, თუმცა ამ სტატიაში გთავაზობთ არა სასვენი ნიშნების სწორად გამოყენების წესებს, არამედ ზოგად ინფორმაციას მათ შესახებ. რამდენი და რა ტიპის სასვენი ნიშნები არსებობს თანამედროვე მწერლობაში?! 

დღესდღეობით 10 სასვენი ნიშანი იხმარება:

კითხვის ნიშანი (?), ძახილის ნიშანი (!), ორწერტილი (:), მძიმე (,), წერტილ-მძიმე (;), მრავალწერტილი (…), ფრჩხილები (() ), კავები, ე.წ. დიდი ფრჩხილები ([ ] ), ბრჭყალები (“ „) და ტირე (-).

გრაფიკული გამოსახულების მიხედვით ისინი სამი სახისაა: 

ზევიდან ქვევით საწერი: (კითხვის ნიშანი (?), ძახილის ნიშანი (!), ორწერტილი (:), მძიმე (,), წერტილ-მძიმე (;), ფრჩხილები (() ),  კავები ([ ] ) და  ბრჭყალები (“ „),

გასწვრივ საწერი – ტირე ( – ) და მრავალწერტილი (…),

დასასმელი –  წერტილი (.).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...