მარნეულის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანეთის“ კარი საზეიმოდ შეაღეს 
08-11-2024

მარნეულის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, Iა კლასის პატარებმა იაკობ გოგებაშვილის ჯადოსნურ  სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს. 

მათ დამრიგებელმა ნინო ნაცვლიშვილმა თემატური აქტივობები შესთავაზა, პირველი ასო-ბგერები გააცნო და დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. პატარების განწყობა საზეიმოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. 

„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ ანბანი მობრძანდებაო. ანბანის სამყარო განსაკუთრებულად  ემოციური და შთამბეჭდავი გახდა სხვადასხვა აქტივობით“,- წერს კლასის დამრიგებელი ნინო  ნაცვლიშვილი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203