ბიოლოგიის გამოცდაზე მეთერმეტეკლასელების დაახლოებით 95%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა
14-06-2018
ბიოლოგიის გამოცდაზე მეთერმეტეკლასელების 95%-მდე ზღვარი წარმატებით გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 39 ათასამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.

წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203