ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში პირველი კლასის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
13-06-2018
ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში პირველი კლასის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა სირაძე ხელმძღვანელობდა და მასში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს და ღონისძიება მოთხრობით „იავნანამ რა ჰქმნა?“ დაასრულეს.
მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟები საინტერესოდ წარმოადგინეს. ასევე, გალაქტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო სახელწოდებით „ატმის რტოო, დაღალულო რტოო“ ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება ქართული ენის მასწავლებელმა მადონა წარეთაშვილმა გაუწია. მოსწავლეებმა გალაქტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც შეასრულეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია