სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-6 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის I სხდომა გაიმართა
13-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-6 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის I სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ დიაკონიძემ და მე-6 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა ლეგიტიმურად სცნო.
პრეზიდენტის ვაკანტურ ადგილზე ერთმა მსურველმა, ნინო თავაძემ წარადგინა კანდიდატურა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული.
არჩეულმა პრეზიდენტმა, ნინო თავაძემ დელეგატებს ვიცე-პრეზიდენტები: ივანე პაპოშვილი (საბუნებისმეტყველო ფაკ.), როსტომ ბერიძე (იურიდიული ფაკ.) და ქრისტინე ზაქარაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკ.) წარუდგინა.
სხდომაზე აგრეთვე აირჩიეს ფაკულტეტების თავმჯდომარეები და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს