თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, IV კლასის მოსწავლეებისათვის (კლასის დამრიგებელი - ნ. ჯავახიშვილი) საყვარელ წიგნად დონალდ ბისეტის ზღაპრები - „ყველაფერი ყირამალა“ იქცა.
მათ ამ წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ, სასკოლო საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს, სადაც მოსწავლეებმა დონალდ ბისეტის ზღაპარი გამომსახველობით წაიკითხეს. გარდა ამისა, მეოთხეკლასელებმა როლური თამაშები გაითამაშეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეთა მშობლებიც ჩაერთნენ. ისინი, როლურ თამაშებზე დაყრდნობით, ამოიცნობდნენ და ასახელებდნენ დონალდ ბისეტის ზღაპრის სათაურს.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი ულამაზესი პატარა წიგნები სასკოლო საზოგადოებას ამაყად წარუდგინეს და პირველკლასელებს საჩუქრად გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: