გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა სახლს სტუმრობდნენ
13-06-2018
გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სწავლებისა და ღონისძიების ფარგლებში ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ბავშვთა სახლში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 100-მდე მოზარდი ცხოვრობს. ამ სტუმრობით ქართველი და ეთნიკურად სომეხი ბავშვების დამეგობრებას ჩაეყარა საფუძველი.
„ბავშვებმა ერთმანეთს ექსპრომტად შესრულებული ნომრები აჩვენეს და პირობა დადეს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისას კვლავ ესტუმრებიან კონცერტითა და ახალი საჩუქრებით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს