ჩაქვის N1 საჯარო სკოლას პოლონელი მოსწავლე-მასწავლებლები ერთკვირიანი ვიზიტით სტუმრობდნენ
31-10-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლამ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. 

სკოლას ტრადიციულად  პოლონელი მოსწავლეები სტუმრობდნენ მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად.

ერთკვირიანი ვიზიტი სკოლაში შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა. 

სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, სკოლის ცხოვრებას, აღსანიშნავია, რომ სტუმრებისთვის საინტერესო გეგმა ჰქონდა შემუშავებული სკოლის დირექციას.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს დაბაში მდებარე საბავშვო ბაღი, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი და სხვა. 

სტუმრები დაბა ჩაქვიდან 25 ოქტომბერს გაემგზავრნენ, ზაფხულში კი, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ვიზიტია დაგეგმილი პოლონეთში. 

აღსასნიშნავია, რომ უკვე მერვე წელია, რაც სკოლებს შორის ურთიერთობა გრძელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203