ცოფის საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის შემოქმედებას გაეცნენ
13-06-2018

ცოფის  საჯარო სკოლაში კონსულტანტ-მასწავლებლის ფატი მუკუდიანის ხელმძღვანელობით სასწავლო პროექტი „ნატვრის ხე“ ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქართველი პოეტის და მწერლის გიორგი ლეონიძის შემოქმედებას გაეცნენ და ნახეს ფილმი „ნატვრის ხე“.

პროექტის ბოლოს მათ პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 

„პროექტის მიზანი იყო არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის ქართველი შემოქმედის გაცნობა, რადგან ისინი სამწუხაროდ ძალიან ცუდად იცნობენ ქართველ მწერლებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203