ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო პროექტით დაიწყეს 
31-10-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საინტერესო და სახალისო აქტივობებით დაიწყეს. 

Iა კლასის პედაგოგი გულო ყვავაძე სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა პირველი საანბანო გაკვეთილი. 

„ქართული ანბანი მსოფლიოს მერვე საოცრებაა” - აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს რომ, სწორედ ამ საოცრებას და მის შემობრძანებას მიეძღვნა Iა კლასის მოსწავლეთა პროექტი. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. პატარები გულით მიესალმენ სანუკვარ ანბანს და ფიცი დადეს, რომ მშობლიურ ანბანს ბრწყინვალედ ისწავლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203