ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნებზე ხელი არ მიუწვდება
14-06-2018
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს, ან საბავშვო წიგნებზე სათანადოდ არ მიუწვდება ხელი.

„86.3% შემთხვევებში შინამეურნეობის უფროსი წევრები ჩართულნი იყვნენ 3-5 წლის ბავშვების (უღარიბესი კვინტილში – 82%-ის, ხოლო უმდიდრეს კვინტილში – 96%-ის) განათლებისა და სკოლისთვის მომზადების ოთხზე მეტ აქტივობაში. მაგრამ, თუნდაც ერთ აქტივობაში, მამების მონაწილეობის შემთხვევები მხოლოდ 46.7%-ში იკვეთება.  

საქართველოში 36-59 თვის ბავშვების მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი.
უღარიბესი კვინტილის ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ია, ხოლო უმდიდრესი კვინტილის (საზომი ერთეული) ბავშვების შემთხვევაში - 88%. 

ამასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი საბავშვო წიგნებზე (66.3%), ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებს (52.6%)

ამავდროულად, ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების (ECD) ინდექსის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე ბავშვების 92.8% სწორად ვითარდება,“ -  ნათქვამია კვლევაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203