ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
31-10-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

ამის ნათელი მაგალითია ლიტერატურული, იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მე-10 კლასელებმა ვარსქენ პიტიახში გაასამართლეს. 

  • თემა: ჰაგიოგრაფია;
  • გაკვეთილი: შუშანიკის წამება;
  • ინსცენირება: ვარსქენის სასამართლო პროცესი;
  • მოსამართლე: თამარ ლომიძე;
  • შუშანიკის ადვოკატი: საბა ფოლადაშვილი;
  • ვარსქენის ადვოკატი: ანანო ხინგავა;
  • კლასის დანარჩენი წევრები - ნაფიცი მსაჯულები.

ასე გამოიყურება მოკლე მონახაზი გაკვეთილისა, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

გაკვეთილის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონაჟების ხასიათის და მოტივების უკეთ გააზრება. 

სასწავლო პროცესს ქართულის პედაგოგი მანანა ლაბუჩიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203