გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში კვლევა ჩაატარა.
2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით, 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.
„ზოგადად, ქალაქში საბავშვო ბაღებში 3-5 წლის ბავშვების უფრო დიდი პროცენტული წილი დადიოდა, ვიდრე სოფლად (78% და 51% შესაბამისად). შინამეურნეობების უმდიდრეს მეხუთედში შემავალი 3-5 წლის ბავშვების თითქმის 64% დადიოდა საბავშვო ბაღში, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა უღარიბესი შინამეურნეობების მეხუთედში 57.7% შეადგინა.
3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლისთვის (16.8%) უფრო მეტად არის დამახასიათებელი. არსებულ საბავშვო ბაღებში უადგილობის გამო კი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 5.1% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადის“, -
ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში.
იხილეთ ასევე:
„ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - კვლევის შედეგები