„ოჯახური ტრადიცია“ - საინტერესო პროექტი მელაურის საჯარო სკოლაში
30-10-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

ამჯერად, საგანის - „მე და საზოგადოება“, მასწავლებელმა ნინო ჭანტურიამ მე-3 და  მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად იმუშავა პროექტზე, რომლის თემა - „ოჯახური ტრადიცია“, გახლდათ. 

აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გამოიკითხა და შემუშავდა კითხვარი, რომელიც მოიცავს - ოჯახის წევრების მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი პროექტის თითოეულ ეტაპში.

პროექტის ბოლო ეტაპზე კი მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუმზადა პრეზენტაცია - შემაჯამებელი გაკვეთილი. პროექტორის დახმარებით აჩვენა ვიდეორგოლი და მიაწოდა ინფორმაცია, თავისი ფოტოებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ინტერკულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს საინტერესო და შემეცნებითი აქტივობისთვის და მის მოსწავლეებთან ერთად მომავალ წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203